Georgian

ორესუნდის უნივერსიტეტთან არსებული კავკასიის შემსწავლელი ცენტრი

ცენტრი წარმოადგენს კავკასიის შემსწავლელ ზოგად აკადემიურ ფორუმს ორესუნდის რეგიონში. იგი აერთიანებს ორესუნდის რეგიონში არსებული სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტისა და დაწესებულების წარმომადგენელ სპეციალისტებს ისეთი დარგებიდან, როგორიც არის პოლიტიკური მეცნიერება, ისტორია, ეკონომიკა, ხელოვნება, რელიგია, ენა და ეროვნული ურთიერთობები.

an image

ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო მზარდ ინტერესს იწვევს კავკასიის რეგიონი და იქ განვითარებული მოვლენები. 

ორესუნდის უნივერსიტეტთან არსებული ცენტრი არის ბაზა როგორც განათლების, ასევე სამეცნიერო კვლევის სფეროში თანამშრომლობისათვის. ამავე დროს, ცენტრის დანიშნულებაა ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა საზოგადოებრიობასთან.

ორესუნდის უნივერსიტეტი აერთიანებს დანიისა და შვედეთის 14 უნივერსიტეტს ორესუნდის სრუტეს ორივე მხარეს. ეს არის სამეცნიერო საზოგადოება, სადაც თავმოყრილია 140 000 სტუდენტი და 12 000 მეცნიერ-მკვლევარი.

ორესუნდის უნივერსიტეტთან არსებული კავკასიის შემსწავლელ ცენტრთან დღეისათვის თანამშრომლობენ წარმომადგენლები შემდეგი უნივერსიტეტებიდან: